13 მაისი 2024,   05:54
ვრცლად
ვფიქრობ, ოპოზიციამაც თავისი რესურსები უნდა გამოიყენოს - გია ვოლსკი ვაჟა ექიმის გათავისუფლების საკითხზე

ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, ოპოზიციამ საკუთარი რესურსები უნდა გამოიყენოს - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ვაჟა ექიმის გათავისუფლების საკითხი არ უნდა იყოს დაპირისპირებების მიზეზი, პირიქით, ეს არის თემა, რომლის გარშემო ყველა უნდა გაერთიანდეს - აღნიშნა ვიცე-სპიკერმა.

"სახელმწიფომ, პოლიტიკურმა სტრუქტურებმა თავის ხაზებით უნდა იმუშაოს. მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციამაც თავისი რესურსები უნდა გამოიყენოს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა იყოს დაპირისპირების თემა. ეს არის ისეთი თემა, სადაც ყველა ერთად უნდა იდგეს," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები