20 აპრილი 2024,   10:56
ვრცლად
ახალი წელი იზოლაციაში - ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარზე ერთადერთ საკონტროლო გამშვებ პუნქტსაც კეტავს

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ უსაფრთხოების კომიტეტი, წინასაახალწლოდ უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მიზნით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსასვლელ ერთადერთ ე.წ გამშვებ პუნქტს კეტავს.

საჩხერის მუნიციპალიტეტის ოკუპირებულ სოფელ ქარზმანში მდებარე ე.წ გამშვები პუნქტი 30 დეკემბრის 20:00 დაიკეტება და 3 იანვრის 6:00 საათზე გაიხსნება.

შეგახსენებთ კიდევ ორი ე.წ გამშვები პუნქტი ახალგორთან და სოფელ სინაგურთან ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა სექტემბრის დასაწყისში, გამწვავებული ვითარების საბაბით დაკეტა. ახალგორთან ე.წ გამშვები პუნქტის ჩაკეტვამ მოსახლეობა სრულ იზოლაციაში მოაქცია, რეგიონში პროდუქტისა და მედიკამენტების მწვავე დეფიციტია.

დღის ამბები