ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია. ექიმის 49-დღიანი ტყვეობა დასრულდა, ამჟამად იგი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამ წუთებში კი ვაჟა გაფრინდაშვილი გორში, ქართველ სამართალდამცველებთან გამოკითხვაზე იმყოფება.
ამის შესახებ, განცხადება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც დაადასტურა. სავარაუდოდ, ქართველი ექიმი ე.წ ამნისტიით გაათავისუფლეს, თუმცა ამ დროისთვის საოკუპაციო რეჟიმს დეტალები არ გაუვრცელებია.
რაც შეეხება ექიმის ოჯახს, ისინი ამ დროისთვის კვლავ თბილისში იმყოფებიან.
კურიერის გადამღები ჯგუფები, როგორც ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის სახლთან ასევე, გორში მუშაობს და უახლოეს ინფორმაციას ორთვიანი ტყვეობის შემდეგ გათავისუფლებული ექიმის ისტორიის შესახებ, დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით.