18 მაისი 2024,   14:57
ვრცლად
ინტენსიური შეტევა იდლიბზე - პროვინცია ბოლო პერიოდში 200 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა

სირიაში მძიმე ვითარებაა. იდლიბის პროვინცია, რომელიც ოპოზიციის მიერაა კონტროლირებადი, ბოლო პერიოდში 200 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა. რუსეთის მხარდაჭერით ასადის ძალები იდლიბზე ინტენსიურ შეტევებს ახორციელებენ. სამთავრობო ძალებმა ტერიტორიის ნაწილი უკვე დაიკავეს. დამასკო განმარტავს, რომ ოპერაციას ჯიჰადისტების წინააღმდეგ ატარებს. დონალდ ტრამპის აზრით კი, ასადი მშვიდობიან მოქალაქეებს კლავს.

დღის ამბები