19 მაისი 2024,   00:52
ვრცლად
"ხარვეზიანია მოქმედი კანონმდებლობა და სერიოზული პრობლემები ვლინდება მისი აღსრულების ეტაპზე" - ომბუდსმენი

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მოსამართლეების შერჩევი პროცესში ხარვებზე საუბრობს. მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 6 კანდიდატი წარუდგინა, ნინო ლომჯარია ახალ განცხადებას ავრცელებს.

"კანდიდატები გამოვლინდნენ ფარული კენჭისყრით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. კომპეტენტურობის ქულებით შეფასების მიუხედავად, ქულების რაოდენობა არ იყო განმსაზღვრელი ფაქტორი კანდიდატების შერჩევისას," - აცხადებს ომბუდსმენი.

ომბუდსმენს სარჩელი საკონსტიოტიცოო სასამართლოშიც აქვს შეტანილი.

"იმ პირობებში, როდესაც ხარვეზიანია მოქმედი კანონმდებლობა და სერიოზული პრობლემები ვლინდება მისი აღსრულების ეტაპზე, პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებების გაზიარება კიდევ უფრო მეტად დამაზიანებელ ზემოქმედებას ახდენს მართლმსაჯულების მდგომარეობაზე," - აცხადებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

 

დღის ამბები