19 მაისი 2024,   01:46
ვრცლად
დამალული გვერდები, ე.წ. კლონები - ISFED facebook-ის ანგარიშების გაუქმების შემდეგ ახალ ინფორმაციას ავრცელებს

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" (ISFED) ხელისუფლების მხარდამჭერი ყალბი facebook-ის ანგარიშების გაუქმების შემდეგ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორის მიხეილ ბენიძის განცხადებით, დისკრედიტაციული კამპანიის ორგანიზატორები, მანამდე გამოვლენილ მიზანმიმართულ დისკრედიტაციის კამპანიას ახალი სტრატეგიის გამოყენებით კვლავ აგერძელებენ.

ბენიძის განცხადებით, ამჟამად  შემდეგი სამი სახის ტენდენცია გამოვლინდა.

"ჩვენ ვხედავთ რამდენიმე სახის აქტივობას ამ გვერდების უკან მდგომი პირებისგან. ერთი ეს არის გარკვეული გვერდების გაუჩინარება, როგორც ჩანს იმისთვის, რომ რაღაც მომენტში გამოავლინონ. გარდა ამისა ვხედავთ ახალი გვერდების შექმნის ტენდენციას,  ვხედავთ იმას, რომ ცალკეულ შემთხვევებში ძველი გვერდების ანალოგიოური სახელებით შექმნეს ე.წ. კლონი გვერდები, რომლითაც დღეს აგრძელებენ ოპერირებას და ასევე აქტიურად აზიარებენ ამ დისკრედიტაციულ გზავნილებს უკვე ჯგუფებში, სადაც მრავალათასიანი გამომწერი არის ფეისბუქის," - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

დღის ამბები