14 მაისი 2024,   03:21
ვრცლად
აშშ-მ ერაყსა და სირიაში დაჯგუფება "ჰეზბოლას" წინააღმდეგ საჰაერო იერიში განახორციელა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერაყსა და სირიაში დაჯგუფება "ჰეზბოლას" წინააღმდეგ საჰაერო იერიში განახორციელა. პენტაგონის ინფორმაციით, იერიში ერაყში შიიტი მუსლიმების სამ, ირანში კი ორ სამხედრო ბაზაზე მიიტანეს.

ერაყის უსაფრთხოების ძალების ცნობით, ავიაიერიშების შედეგად დაიღუპა 25 და დაშავდა 55 მებრძოლი. დაღუპულთა შორისაა ისლამური დაჯგუფების 4 მეთაური.

ავიაიერიშებით შტატებმა ერაყში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე ჰეზბოლას მიერ რამდენიმე დღის წინ განხორციელებულ თავდასხმას უპასუხა. 

დღის ამბები