14 მაისი 2024,   21:45
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ქვეყნის საგარეო და თავდაცვის სფეროებში გაძლიერებაზე მუშაობს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ქვეყნის სხვადასხვა სფეროში გააქტიურებაზე საუბრობს. კიმ ჩენ ინმა "მუშათა პარტიის" ლიდერებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ უსაფრთხოების მიზნით "პოზიტიური და შეტევითი ზომების" გატარებაა საჭირო.

მისი თქმით, ქვეყანა საგარეო და თავდაცვის საკითხებში უნდა გააქტიურდეს.

კიმ ჩენ ინმა საერთაშორისო სანქციების გამო ჩრდილოეთ კორეაში გაუარესებულ ეკონომიკურ ვითარებაზეც ისაუბრა.

"მუშათა პარტიასთან" შეხვედრა, ფხენიანის მიერ ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით ვაშინგტონისთვის მიცემული ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე გაიმართა.

დღის ამბები