18 მაისი 2024,   20:16
ვრცლად
ხელისუფლება არის ერთიანი ჯაჭვი როგორც ოპოზიციის, ისე მთავრობის, ყველამ ერთად უნდა მოვუაროთ ქვეყანას - პრემიერი

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, 2019 წელი საკმაოდ დინამიური და გამოწვევებით სავსე წელი იყო.

მისი შეფასებით, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ხელისუფლება არის ერთიანი ჯაჭვი, როგორც ოპოზიციის, ასევე მთავრობის და ყველამ ერთად უნდა იზრუნოს ქვეყნის განვითარებაზე.

"საკმაოდ მაღალი იყო პოლარიზაცია საზოგადოების სოციალურ ცხოვრებაში, თუმცა ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ხელისუფლება არის ერთიანი ჯაჭვი, როგორც ოპოზიციის, ისე მთავრობის. რა თქმა უნდა, ჩვენ სხვადასხვანაირად გვაქვს გადანაწილებული პასუხისმგებლობა, თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე, ყველამ ერთად მოვუაროთ ჩვენს ქვეყანას," - აღნიშნა პრემიერმა.

დღის ამბები