18 მაისი 2024,   17:38
ვრცლად
ქარძმანთან ე.წ. საზღვარი რვა საათში დაიკეტება

საოკუპაციო რეჟიმის კიდევ ერთი პროვოკაცია. დე ფაქტო ხელისუფლებამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას  იმ ერთადერთ გზაზე გადაადგილება აუკრძალა, რომლითაც ადგილობრივებს ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან დაკავშირების საშუალება ჰქონდათ.

რვა საათში ჩაიკეტება ქარძმანთან ე.წ. საზღვარი და 3 იანვრამდე დაკეტილი იქნება, ოკუპანტების გადაწყვეტილებამ შესაძლოა მოსახლეობა მძიმე ჰუმანიტარული პრობლემის წინაშე დააყენოს.

ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირი და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

დღის ამბები