18 მაისი 2024,   19:59
ვრცლად
ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა ისევ სტაბილურად მძიმეა, ოჯახს მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სურს 

ცოტნე გამსახურდია ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. მედიკოსების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა დადებითი დინამიკა შეინიშნება.

გადაიყვანენ თუ არა გამსახურდიას მკურნალობისთვის საზღვარგარეთ, ოჯახს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია.

ცოტნე გამსახურდიას დანით დაზიანებები თავისა და ფილტვის არეში აქვს მიყენებული.

ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური აღნიშნავს, რომ საზღვარგარეთ ცოტნეს გადაყვანა ოჯახს ნამდვილად სურს, თუმცა ექიმის რეკომენდაციას ელოდებიან.

"ყოველდღე ვნახულობ და მდგომარეობა სტაბილურია, უბრალოდ ხანგრძლივი პროცესია გამოჯანმრთელება. ჩემი და ყველას სურვილია, რომ ის გადავიყვანოთ საზღვარგარეთ, თუმცა ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული," - განაცხადა ანა ჯაბაურმა.

ცოტნე გამსახურდიას ექიმის, ნიკა კვაჭაძის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

"საკონტროლო გამოკვლევებში რაიმე ტიპის განსხვავება არ შეინიშნება, კვლავ მართვით სუნთქვაზეა პაციენტი. მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა," - აღნიშნა ექიმმა ნიკა კვაჭაძემ.

დღის ამბები