18 მაისი 2024,   20:30
ვრცლად
გირჩი "შმაქსის" საქმიანობაზე შეზღუდვის მოხსნის მიზნით ახალ ლოგოს შექმნის

პოლიტიკური მოძრაობა გირჩი "შმაქსის" საქმიანობაზე შეზღუდვის მოხსნის მიზნით, ახალ ლოგოს შექმნის - აღნიშნულის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ შსს-ს განცხადებით მიმართა.

მისი განმარტებით, საკრებულოს მიერ 8 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ტაქსის ნიშნად აღქმული ნებისმიერი ლოგოს გამოყენებას მძღოლის დაჯარიმებას იწვევს, შმაქსისტებს საქმიანობას უზღუდავს.

"თბილისის საკრებულომ მიიღო სპეციალური დადგენილება, რომელიც მიმართულია სპეციალურად ამ კომპანიის წინააღმდეგ. ჩაწერეს, რომ ნებისმიერი ტრაფარეტი, რომელიც მანქანაზე შეიძლება იდგას და ვიღაცის მიერ შეიძლება აღქმული იყოს ტაქსის ნიშნად, ექვემდებარება დასჯარიმებას, რითიც პრაქტიკულად გააჩერეს ეს კომპანია და შმაქსისტები ვეღარ მოძრაობენ, რადგან მათ აჯარიმებენ 200-ლარიანი ჯარიმებით. ჩვენი მრავალჯერადი მცდელობის მიუხედავად, არ გვაღირსეს პასუხი, ამ ჯარიმებს გააუქმებენ, თუ მოგვცემენ ვადას იანვრის ბოლომდე, რომ შევცვალოთ ლოგო," - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

დღის ამბები