18 მაისი 2024,   17:58
ვრცლად
"აბა სხვა რა გზა გვაქვს დიალოგის გარდა ოკუპანტ ქვეყანასთან?" - ადა მარშანია კოსაჩოვის განცხადებაზე

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩოვის განცხადებას, რომ მოსკოვმა და თბილისმა დიალოგის შესაძლებლობა უნდა მოძებნონ და არ გაამწვავონ პრობლემები, "პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების" თავმჯდომარის მოადგილე ადა მარშანია ეხმაურება.

ადა მარშანიას განცხადებით, საქართველოს ოკუპანტ ქვეყანასთან დიალოგის გარდა სხვა გზა არ აქვს. 

"პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარის მოადგილე პროვოკატორებს უწოდებს ყველას, ვინც რუსეთთან დიალოგის საკითხს ირონიით ეკიდება.

"აბა, სხვა რა გზა გვაქვს ჩვენ დიალოგის გარდა, ოკუპანტ ქვეყანასთან? არ ველაპარაკოთ, ვაგინოთ და რა, რას მივიღებთ ჩვენ ამით? ან დაველოდოთ, რომელიმე ძლიერი ქვეყანა რას იზამს? ჩვენ გამო რუსეთს ომს დაუწყებს? თუ ამ ადამიანებს ეს ყველაფერი კარგად ესმით და მაინც აგრძელებენ ქილიკს, ირონიას და ამ გზის უარყოფას, მაშინ ისინი არიან უბრალოდ პროვოკატორები. ოკუპანტს ვესაუბროთ ზუსტად რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მაშინ, მოდით, ვიბრძოლოთ და დავიბრუნოთ ომით. დავრწმუნდით უშუალოდ მათთან დიალოგის დროს, რომ ბევრი რაღაცა შესაძლებელია, მაგრამ შრომა უნდა ამას,"- განაცხადა ადა მარშანიამ.

დღის ამბები