18 მაისი 2024,   20:31
ვრცლად
"გავიდეს ეს ერთი დღეც და შემდეგ ვიმსჯელებთ,“ - ანაკლიის პორტზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა იწურება

 

ანაკლიის პორტზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა იწურება. საკითხთან დაკავშირებით მთავრობა ხვალ იმსჯელებს. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ინვესტორმა ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და ვერ უზრუნველყო, რომ 2020 წლის გაზაფხულისთვის ქვეყანაში ღრმაწყლოვანი პორტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყო.

"დრო იყო საკმარისი. 2 წელი, პრაქტიკულად, ინვესტორის მოთხოვნით, გრძელდებოდა ეს პროცესი და ორი წლის განმავლობაში უვადებდა მთავრობა და გვერდში ედგა ინვესტორს. ჩვენ 2002 წელს გაზაფხულზე უკვე უნდა გვქონოდა მოქმედი პორტი. სამწუხაროდ, ამ კონფიგურაციით, ამ ინვესტორთან ერთად ეს ვერ მოვახერხეთ. ამიტომ, გავიდეს ეს ერთი დღეც და შემდეგ ვიმსჯელებთ,“ - აცხადებს ნათია თურნავა. 

დღის ამბები