18 მაისი 2024,   19:16
ვრცლად
გავრილოვის ვიზიტი, 20 ივნისის აქცია, ჩაგდებული საკონსტიტუციო ცვლილება - ოპოზიციამ 2019 წლის საპარლამენტო ცხოვრება შეაფასა

 

როგორი იყო 2019 წელს საპარლამენტო საქმიანობა?! – საპარლამენტო უმცირესობამ გასული წელი შეაჯამა.

ოპოზიციის შეფასებით, 2019 წლის საპარლამენტო საქმიანობა იყო რთული და ხმაურიანი. წლის მთავარ იმედგაცრუებად, ოპოზიციონერი დეპუტატები ჩაგდებულ პროპორციულ საარჩევნო სისტემას ასახელებენ.

ხელისუფლების ოპონენტები, ასევე, რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტს იხსენებენ, რომელსაც მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ოპოზიციის შეფასებით, საპარლამენტო უმრავლესობა მოქალაქეების ნაცვლად, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მორჩილია, პოლიტიკურ კრიზისსაც ეს ფაქტი იწვევს.

"პოლიტიკური კრიზისია, როდესაც უმრავლესობა ირღვევა და დეპუტატები და ლიდერები ტოვებენ უმრავლესობის რიგებს. პოლიტიკური კრიზისია, როდესაც დეპუტატებს უწევთ ხალხის ზურგს უკან დამალვა და პოლიციელების თანხლებით შემოსვლა შენობაში. ეს პოლიტიკური კრიზისი შექმნა პროპორციული სისტემის ჩაგდებამ. ამიტომ, მთავარი დომინანატი, რასაც ვიტყოდი საპარლამენტო ცხოვრებიდან, 2019 წელს იყო სწორედ ეს, - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

"როდესაც პარლამენტში ვერ შემოდიხარ ჯარის თანხლების გარეშე... არ არის გამორიცხული, რომ სხვადასხვა არხი, რომლითაც შემოდიოდნენ, ოპოზიციამ გადაკეტოს. საჰაერო ბუშტებით მოუწევთ პარლამენტში ჩამოსვლა. ზოგიერთ დეპუტატს კი როგორც ამბობენ, სიმაღლის ეშინია.

პარლამენტში ჯერ კიდევ არიან ქურდული მენტალიტეტის მქონე ადამიანები. მას შემდეგ, რაც ბესელიამ ზარდიაშვილს სცემა, ეს მიუღებელი აღმოჩნდა ამ ადამიანებისათვის და ქალის მიერ ნაცემი დეპუტატი ვერ აიტანეს და გააგდეს," - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ.

"ყოველდღე ვრწმუნდებოდი იმაში, რომ პარლამენტი არის უვარგისი, მე ეს ვთქვი არაერთხელ და ეს დაძაბულობა ზუსტად აქედან გამომდინარეობს, - განაცხადა "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ადა მარშანიამ.

დღის ამბები