18 მაისი 2024,   20:17
ვრცლად
"როგორც საკუთარი ყურების ნახვას უსარკოდ, რუსები ამას ვერასოდეს ეღირსებიან" - ნათელაშვილი რუსეთთან დიალოგზე

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის კონსტანტინ კოსაჩოვის განცხადებას "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი ეხმაურება.

შალვა ნათელაშვილის განცხადებით, მოლაპარაკებები რუსეთთან მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაიწყოს, თუ რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას სცნობს.

"ყოველგვარი მოლაპარაკებები რუსეთის მმართველ ელიტასთან შეიძლება დაიწყოს ერთადერთი პირობით, სცნონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და არა იმ პირობით, რომ ჩვენ ვაღიაროთ ე.წ. ახალი რეალობა, საქართველოს ადგილას სამი სუვერენული სახელმწიფო.

ამას, როგორც საკუთარი ყურების ნახვას უსარკოდ, რუსები ვერასოდეს ვერ ეღირსებიან.

ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ვიღაცამ დაიწყოს მოლაპარაკებები პირობის გარეშე, რომ საქართველო არის ერთიანი და განუყოფელი," - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

 

 

დღის ამბები