17 მაისი 2024,   21:05
ვრცლად
"სასამართლოს საოქმო ჩანაწერი უჩიპო პირადობების გაცემაზე, საკმარისად დასაბუთებული არ არის" - თამარ სამხარაძე

საკონსტიტუციო სასამართლოს საოქმო ჩანაწერი, უჩიპო პირადობის დამადასტურებელი მოწმობების აღების უფლებაზე, საკმარისად დასაბუთებული არ არის - ამის შესახებ "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" წარმომადგენელმა განაცხადა. 

არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ რელიგიური საბუთი, რომლის საფუძველზეც მოქალაქეები არაელექტრონული პირადობის მოწმობის აღებას შეძლებენ, გარკვეულ კითხვებს აჩენს.

"იემსის" იურისტის თამარ სამხარაძის განცხადებით, სასამართლოს საოქმო ჩანაწერი საკმარისად დასაბუთებული არ არის.

"სასამართლოს საოქმო ჩანაწერი საკმარისად დასაბუთებული არ არის. სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ რწმენაზე აპელირება საკმარისია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური მიზანი და მოსარჩელეთა რწმენის თავისუფლება ერთმანეთთან დააპირისპიროს," - განაცხადა თამარ სამხარაძემ.

დღის ამბები