21 მაისი 2024,   12:50
ვრცლად
წინასაარჩევნო პერიოდი, სამსახურიდან უკანონო გათავისუფლება, მძიმე სოციალური საკითხები - მესამე სექტორი განვლილ წელს აფასებს

ქვეყნის წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, 2019 წელი პოლიტიკურად საკმაოდ ცხელი იყო. არასამთავრობო სექტორი მომავალ გეგმებზე და წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგზე საუბრობს.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე ემზადებიან ქვეყანაში დაგეგმილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

"შევიმუშავეთ სოციალური ქსელების მეთოლოგია, განსაკუთრებით, "ფეისბუკის" მონიტორინგისთვის საარჩევნო და პოლიტიკურ კონტექსტში. ჩვენ დავაკვირდებით, წინასაარჩევნო პერიოდს და ასევე, სოციალური მედიისა და სოციალური ქსელების გამოყენებას საარჩევნო პერიოდში,"- აღნიშნა "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ.

”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” წინასაარჩევნო პერიოდთან ერთად, 2019 წელს მოქალაქეებისთვის გაწეულ დამხარებაზე და სასამართლო დავებით აღდგენილ სამართლიანობაზეც საუბრობს.

"ჩვენს მოქალაქეებს სასამართლო დავების შედეგად, დავუბრუნეთ მილიონ 600 000 ლარამდე თანხა. ამ კომპენსაციებიდან ნაწილი ეხებოდა სამსახურიდან უკანონო გათავისუფლებას, ზოგი კი დაკავშირებული იყო საკუთრების უფლებასთან. 2020 წელს, ჩვენ საპარლამენტო არჩევნები გვექნება და შესაბამისად, გვექნება ძალიან დიდი სადამკვირებლო მისიაც,"- განაცხადა ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.

დღის ამბები