21 მაისი 2024,   10:22
ვრცლად
"ერთადერთი, რასაც საქმე ეყრდნობა, არის ივანიშვილის სურვილი, რომ გიორგი რურუა იყოს პატიმრობაში" - რურუას ადვოკატი

საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში გიორგი რურუას საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. დაცვის მხარე რურუას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვს. 

პროცესს ოპოზიციონერი ლიდერებიც ესწრებიან. 

"რურუა არის პოლიტპატიმარი, ასეთი "ნოუ-ჰაუ" საბჭოთა დროიდან არ ყოფილა. იარაღი საერთოდ არ არსებობს მის საქმეში, ჯემივით უსვამენ მორიგ იარაღს მის დნმ-ს იმისათვის რომ მას მიაწერონ. აი, ეს არის ივანიშვილის სამართალი, როგორც კი, დასჭირდა პოლიტიკურ ოპონენტებთან მაშინვე დაიწყო საბჭოთა მეთოდების გამოყენება და დაუკრეფავში გადასვლა,"- განაცხადა ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ.

დაკავებული გიორგი რურუას ადვოკატმა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის პატიმრობა, ივანიშვილის პირად სურვილს დაუკავშირა. 

"საქმეში ორი ექსპერტიზის დასკვნა არსებობს, რომელიც გამორიცხავს გიორგი რურუას მიერ დანაშაულის ჩადენას, ანუ იარაღის ტარებას. იმ პირობებში, როდესაც საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, ერთადერთი რასაც ეს საქმე ეყრდნობა, არის ბიძინა ივანიშვილის სურვილი, რომ გიორგი რურუა იყოს პატიმრობაში. 

ამ სურვილის გარდა, არაფერი არ არსებობს ბუნებაში, მაგრამ მიუხევად ამ ყველაფრისა არ მაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, რადგან დღეს ჩვენი სასამართლოს პირობებში, ივანიშვილის სურვილი გადაწონის ყველა მტკიცებულებას," - განაცხადა გიორგი რურუას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

დღის ამბები