17 მაისი 2024,   13:11
ვრცლად
ერთი დღე საშობაო შეწყალებამდე - შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი დეკანოზ გიორგი მამალაძეს

დაანონსებულ საშობაო შეწყალებამდე ერთი დღე რჩება, მაგრამ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ისევ დუმს. ამ დრომდე უცნობი რჩება, როდის შეიწყალებენ პატიმრებს და იქნება თუ არა მათ შორის ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე. ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ საპატრიარქოს შუამდგომლობა ერთ-ერთი და არა ერთადერთი გარემოებაა და მას გაითვალისწინებს ისე, როგორც ითვალისწინებს სხვა შუამდგომლობებს.

დაკავებული სასულიერო პირის ადვოკატის მიხეილ რამიშვილი პრეზიდენტისგან რაიმე გადაწყვეტილების მიღებას არ ელოდება. მისივე შეფასებით, ამ საკითხთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა საპატრიარქომ მოიხსნა.

მიხელ რამიშვილის განმარტებით, საზოგადოებაში კითხვები არსებობს ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით და სწორედ ამ კითხვებზე პასუხებს ერიდება როგორც საპატრიარქო, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

"გარკვეულ პირებს, როგორც საპატრიარქოში, ისე საერო პირებს, ნამდვილად არ სურთ დეკანოზის თავისუფლებაში ყოფნა, იმიტომ რომ მათ მიმართ საზოგაოების მხრიდან ძალიან ბევრი კითხვები იქნება დასმული და ამას თავს არიდებენ. ეს არის მიზანმიმართული, კარგად დაგეგმილი ფინიში.

მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს ორჯერ არ მოხდა შეწყალება და საპატრიარქოს გარკვეული პირებიდან ძალიან დიდი მოთხოვნა იყო, რომ არ შეეწყალებინა, ისევეა სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაშიც. ღმერთმა ქნას, რომ გონიერება და პლიტიკური ნება ეყოთ და შეიწყალონ უდანაშაულო ადამიანი," - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა "კურიერთან" საუბრისას.

 

 

დღის ამბები