26 დეკემბერი 2024,   08:50
ვრცლად
გუდაურსა და ბაკურიანში დღესაც წყლის პრობლემაა, ტურისტების დიდი ნაწილი კურორტს ისევ ტოვებს

გუდაურში წყალი ისევ არ არის. წყალმომარაგების კომპანიამ პირობა ვერ შეასრულა და წყლის მიწოდება დღის პირველ ნახევარში ვერც ამჯერად უზრუნველყო.

ცნობილი ხდება, რომ სასტუმროების ნაწილს არაგვის წყლით ამარაგებენ. მდინარიდან წყალი ამოაქვთ და რეზერვუარებში ასხამენ. პრობლემებია ბაკურიანის სასტუმროებშიც.

დამსვენებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, მათი თქმით, დღის დიდი ნაწილი წყლის გარეშე უწევთ ყოფნა.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ეკატერინე გალდავა "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას აღნიშნავს, რომ პრობლემაზე წყალმომარაგების კომპანია მუშაობს.

"90% პროცენტი სამუშაოების შესრულებულია, ვვარაუდობთ, რომ 2-3 საათში პრობლემა მოგვარდება. რაც შეეხება ბაკურიანს, იქ ნაკლებადაა წყლის პრობლემა, უბრალოდ არის სასტუმროები, სადაც ნაკლებად არის წყლის მიწოდება," განაცხადა ეკატერინე გალდავამ.

დღის ამბები