22 ნოემბერი 2024,   18:25
ვრცლად
სამტრედიაში დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

თითქმის 40-დღიანი ძებნის შემდეგ სამტრედიაში დაკარგული ახლგაზრდა დაღუპული იპოვნეს. მისი ცხედარი საჯავახოს თემის მიმდებარედ ნახეს.

წინასწარი ინფორმაციით, დაღუპული 32 წლის ალექსანდრე ნადირაძეა, რომელიც ნოემბრის ბოლოს დაიკარგა. მისი ტანსაცმელი მდინარე რიონის სანაპიროზე იპოვეს. ძებნის ოპერაციაში ჩართულები იყვნენ მყვინთავებიც. ექსპერტიზამ დაღუპულის იდენტიფიცირება ოფიციალურად უნდა მოახდინოს.

"37-ე დღეს ვიპოვეთ ალექსანდრე ნადირაძის ცხედარი. პირველადი მონაცემებით ირკვევა, რომ მდინარე რიონში შევიდა.  ჯერ მისი ტანსაცმელი ვიპოვეთ. როცა ადამიანი მიდის თვითმკველობაზე, რაღაც ნიშანს ტოვებს," - აღნიშნა სამტრედიის მერიის წარმომადგენელმა შავლეგ თარგამაძემ.

გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

 

დღის ამბები