27 მაისი 2024,   11:12
ვრცლად
ერაყის დედაქალაქში ექვსი რაკეტა ისროლეს - დაშავებულია ექვსი ადამიანი

ერაყის დედაქალაქში ექვსი რაკეტა ისროლეს. მათგან სამი ე.წ. "მწვანე ზონის" ტერიტორიაზე ჩავარდა, სადაც უცხო ქვეყნების დიპლომატიური მისიები, მათ შორის შეერთებული შტატების საელჩოა განთავსებული.

შემთხვევის შედეგად, 6 ადამიანი დაშავდა. მწვანე ზონის ტერიტორიასთან სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც დონალდ ტრამპის ბრძანებით განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად, ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი დაიღუპა.

დღის ამბები