17 მაისი 2024,   16:14
ვრცლად
"ვაპირებთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა მტკიცებულების გასაჯაროებას" - თორნიკე მამალაძე საპატიმროში ძმის მონახულებას გეგმავს

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულმა დეკანოზმა შიმშილობა დაიწყო. გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების თქმით, მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ახლა მისთვის შიმშილობა საფრთხის შემცველია. ამიტომ, ოჯახი შეეცდება, შიმშილობის შეწყვეტაში დაარწმუნოს.

დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე საპატიმროში მის მონახულებას გეგმავს და დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო მას ამაში ხელს შეუშლის.

თორნიკე მამალაძე აპირებს, საზოგადოებას პატრიარქზე მიაწოდოს სიმართლე, რომელსაც საპატრიარქო მალავს. ასევე, დეკანოზის ძმა ამბობს, რომ მის ხელთ არსებული მტკიცებულებების გასაჯაროებას აპირებს.

"ჩემს ძმასთან შეხვედრას უახლოეს პერიოდში ვაპირებ. დარწმუნებული ვარ, შეეცდება ხელისუფლება, ხელი შემიშალოს ჩემი ძმის მონახულებაში, მაგრამ არსებობს სამართლებრივი გზებიც, რისი უფლებაც მაქვს, რომ შევიდე ჩემს ძმასთან.

ვაპირებთ, საზოგადოებას მივაწოდოთ უფრო დიდი დოზით სიმართლე, რასაც მალავს საპატრიარქო თავად კათოლიკოს პატრიარქის მიმართ. გამომდინარე აქედან, ვაპირებთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა მტკიცებულების გასაჯაროებას," - აცხადებს თორნიკე მამალაძე.

დღის ამბები