17 მაისი 2024,   12:19
ვრცლად
ოპოზიცია დღის წესრიგში ციანიდის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს კიდევ ერთხელ აყენებს

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა, ოპოზიცია დღის წესრიგში ციანიდის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს კიდევ ერთხელ აყენებს. ოპოზიცია თვლის, რომ დეკანოზის შეწყალებაზე უარის თქმის შემდეგ, კიდევ უფრო მეტი კითხვა გაჩნდა.

"ვაპირებთ, დავაყენოთ შეწყალების საქმის შემსწავლელი კომისიის შექმნის საკითხი, გამომდინარე იქიდან, რომ პროკურატურამ ამ საქმეზე ქრთამის აღების ეჭვით დაიწყო გამოძიება, მაგრამ შემდეგ ეს საქმე შეწყდა, იმის ილუზია, რომ ამ ყველაფერს პროკურატურა გამოიძიებს, არ გვაქვს," - განაცხადა ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლევან თარხნიშვილმა. 

საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე და პრეზიდენტის შესაძლო იმპიჩმენტზე, რომან გოცირიძემ ისაუბრა. 

"აშკარად იკვეთება ხელისუფლების კვალი საპატრიარქოს საქმიანობაში და ზოგადად, საპატრიარქოს მართვისა და მორჩილებაში ყოფნის პროცესში. ამას სჭირდება, საპარლამენტო კომისიის მუშაობა. ერთ-ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ უკვე შეიტანა ამ საკითხთან დაკავშირებით მოთხოვნა და არ არის გამორიცხული, რომ თუკი სამომავლოდ პარლამენტმა არ დაუჭირა მხარი საგამოძიებო კომისიის შექმნას, ვიფიქროთ იმპიჩმენტის პროცედურის ინიცირებაზეც," - აღნიშნა, პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ. 

დღის ამბები