12 მაისი 2024,   14:06
ვრცლად
სამართალდამცავს, რომელსაც ახალგაზრდა მამაკაცის წამებაში ედება ბრალი, პატიმრობა შეეფარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, ზურაბ ფოფხაძეს, რომელიც ახალგაზრდა მამაკაცის მიმართ ფიზიკურ ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობაში არის ბრალდებული, საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებულს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკავებული თანამდებობაც დაატოვებინეს. 

ზურაბ ფოფხაძის მეგობარს, რომელიც "დამპალოს" სასაფლაოს ტერიტორიაზე მასთან ერთად იმყოფებოდა, ამ ეტაპზე, ბრალი არ წარსდგენია, თუმცა, გამოძიება არ გამორიცხავს, რომ საქმეზე ბრალდებულთა რიცხვი გაიზარდოს. 

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ინფორმაციით, დაპირისპირება ორ მამაკაცსა და შსს-ს მოქმედ თანამშრომელს შორის 2 იანვარს "დამპალოს სასაფლაოს" ტერიტორიაზე მოხდა, რა დროსაც ბრალდებულმა 24 წლის მამაკაცი აწამა, რის შედეგადაც ის სიცოცხლესთან შეუსაბამო დაზიანებების გამო გარდაიცვალა.

დღის ამბები