17 მაისი 2024,   15:02
ვრცლად
100/50-ზე - ჩვენ შეთავაზება გავაკეთეთ, ბურთი ამჯერად ოპოზიციის მოედანზეა - არჩილ თალაკვაძე 

საარჩევნო სისტემის ცვლილება - უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის, დიალოგის მეხუთე რაუნდი იანვრის ბოლოს შედგება.

100/50-ზე - უმრავლესობა საარჩევნო სისტემის ამ მოდელით ცვლილებას უალტერნატივოდ მიიჩნევს და ოპოზიცის თანხმობის მოლოდინშია.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, - "ბურთი ამჯერად ოპოზიციის მოედანზეა".

"ჩვენ შეთავაზება გავაკეთეთ, ბურთი ამჯერად ოპოზიციის მოედანზეა, მათგან ამ შეთავაზებასთან დაკავშირებით, რაციონალურ პასუხებს ველოდებით, 100-50-ზე - ეს არის ძალიან რეალისტური შეთავაზება, ვინაიდან ის მკვეთრად ამცირებს მაჟორიტარების რაოდენობას და მკვეთრად ზრდის პროპორციული მანდატების რაოდენობას. ეს არის ის ბალანსი, რომელზეც აკეთებდა ოპოზიცია განცხადებებს," - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები