17 მაისი 2024,   11:39
ვრცლად
გადაწყვეტილება მიღებულია, კომენტარები აღარ იქნება - პრეზიდენტი დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის  შეწყალების საქმეზე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვრცელ კომენტარს აღარ აკეთებს.

პრეზიდენტი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ საკუთარი გადაწყვეტილება გუშინ განმარტა.

"ყველაფერი, რაც ეხება დეკანოზ გიორგი მამალაძეს ვთქვი მე გუშინ განცხადებაში და არ ვაპირებ არცერთი სიტყვით მეტის თქმას. მე მგონი ყველაფერი გასაგებია. გადაწყვეტილება მიღებულია. ამაზე კომენტარები აღარ იქნება," - აღნიშნა პრეზიდენტმა. 

მორატორიუმის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტი საშობაოდ პირველად გამოსცა და 5 მსჯავრდებული შეიწყალა. სიაში არ მოხვდა დეკანოზი გიორგი მამალაძე.

დღის ამბები