17 მაისი 2024,   11:37
ვრცლად
ერთ თვეში ორჯერ დამაკავეს, ჩემთან მიმართებაში გამოკვეთილია მიზანმიმართული დევნა - ლაშა ჩხარტიშვილი 

საქალაქო სასამართლოში დღეს "ლეიბორისტული პარტიის" უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელის ლაშა ჩხარტიშვილის პროცესი გაიმართება. დაცვის მხარემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე ის ვიდეომასალა უნდა წარმოადგინოს, სადაც ადვოკატის მტკიცებით, ბრალდებულის მიმართ ერთ-ერთი სამართალდამცველის მხრიდან ძალადობის ფაქტია აღბეჭდილი. თავის მხრივ, ვიდეომტკიცებულებით წარსდგება ბრალდების მხარეც.

"ლეიბორისტული პარტიის" წევრი სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით პარლამენტის წინ, 3 იანვარს დააკავეს. მას წვრილმან ხულიგნობასა და დაუმორჩილებლობას ედავებიან.

"ბოლო ერთი თვის მოვლენებმა აჩვენა, რომ ჩემთან მიმართებაში განსაკუთრებით გამოკვეთილია მიზანმიმართული დევნა, იმიტომ, რომ ამ პერიოდში ორჯერ დამაკავეს. თან, ამჯერად სხვის აქციაზე, ფაქტიურად ჩართვაზე მყოფი. არ მაქვს განსაკუთრებული იმედი, რომ იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება. მე მაინც ვფიქრობ, რომ იქნება ან უკანონო ჯარიმა ან უკანონო პატიმრობა," - აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი.

 

 

დღის ამბები