17 მაისი 2024,   15:02
ვრცლად
ახლოაღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისის გამო საქართველოს საფრთხე არ ემუქრება - სამხედრო ექსპერტები

ირანი-შტატების კონფლიქტი - ახლოაღმოსავლეთში კრიზისი უკვე აისახა ნავთობის ფასზე, ღირებულება 5 პროცენტით გაიზარდა. ცხელი წერტილი საქართველოს 1 200 კილომეტრით აშორებს, რა გავლენას მოახდენს საქართველოზე დაძაბულობა რეგიონში, თბილისში შეფასებები კეთდება.

საერთშორისო ურთიერთობების სპეციალისტები და სამხედრო ექსპერტები აცხადებენ, რომ პირდაპირი საფრთხე საქართველოს არ ემუქრება. მათი განმარტებით ამის რამდენიმე განმაპირობებელი ფაქტორი არსებობს.

მათი შეფასებით, არ არის მოსალოდნელი ირანსა და აშშ-ს შორის ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფრონტაცია. ექსპერტების ინფორმაციით, არ გაზრდილა შეერთებული შტატების სამხედრო ბიუჯეტი. რაც შეეხება ირანს, ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია და არ არის მზად წინააღმდეგობა გაუწიოს ამერიკას.

"ამ ეტაპისთვის არ არის ინდიკატორები იმისი, რომ ამერიკა ემზადებოდეს ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებებისთვის. ამას ამჩნევს ყველა დამწყები ექსპერტიც კი.

ჩვენ მხარედ არ ვიქნებით, რაღაც სპეკულაციები თითქოს ამერიკის მხრიდან მოხდება საქართველოს ტერიტორიის გამოყენება ამაზე არც საუბარი მიდის და ამისათვის, არც ტექნიკური მზადყოფნაა," - განაცხადა ექსპერტმა სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძემ

"ფართომასშტაბიან ომთან დაკავშირებით პოზიცია არის, როგორც დასავლეთში, ისევე შეერთებულ შტატებში, მათ შორის ირანშიც მათ ფართომასშტაბიანი ომი არ სურთ. როგორც ისინი აცხადებენ არის შურისძიება. ვითარება საკმაოდ რთულია. თუმცა ამასთან დაკავშირებით მე არ ვფიქრობ, რომ საქართველოს რაიმე ტიპის საფრთხე ემუქრება," - განაცხადა "თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს" გამგეობის წევრმა თეონა აქუბარდიამ.

 ანალიტიკოსები საქარველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ გაატაროს ის თანმიმდევრული საგარეო პოლიტიკა, რომელსაც აქამდე ატარებს. კერძოდ, საქართველო არის აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი და ამასთან უნდა შეინარჩუნოს კეთილმეზობლური ურთიერთობა ირანთან.

 

ავტორი: დავით ცაგარელი

დღის ამბები