17 მაისი 2024,   06:35
ვრცლად
სპეცრაზმელის მიერ მოკლული მურად წურწუმიას ოჯახის მთავარი მოთხოვნა უმკაცრესი სასჯელია

ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მეორე პირის დაკავების შემდეგ, სპეცრაზმელის მიერ მოკლული ახალგაზრდის ოჯახი კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს.

ახლა მათი მთავარი მოთხოვნა უმკაცრესი სასჯელია. საქმეზე მეორე დაკავებულისთვის ჯერჯერობით ბრალი არ წაუყენებიათ. პროცედურა, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე გაიმართება, რის შემდეგაც სასამართლო უნდა დაინიშნოს.

თბილისში, "დამპალოს" სასაფლაოზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად 24 წლის მურად წურწუმიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, ინციდენტში მონაწილე მეორე პირი გუშინ დააკავეს.

დღის ამბები