17 მაისი 2024,   13:10
ვრცლად
მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტებმა ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან წყლით სავსე სათლები ​მიიტანეს

მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტებმა, პროტესტის ნიშნად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან წყლით სავსე სათლები ​მიიტანეს. ასეთი ფორმით სამთო - საკურორტო ზონებში შექმნილ უწყლობის პრობლემას აპროტესტებენ. 

"გვინდა, მოძრაობა "შეცვალეს" სახელით, ერთგვარი ინვენტარი - ჭურჭელი დავუტოვოთ მათ, იქნებ ამით მაინც ჩაიტანონ წყალი," - განაცხადა მოძრაობა " შეცვალეს" წევრმა, ეთუნა წვერავამ.

აქტივისტები სათლების შეტანას სამინისტროში ცდილობდნენ, მაგრამ ადგილობრივმა დაცვის სამსახურმა კარები ჩაკეტა, რასაც შემდგომში სამართალდამცავებსა და აქტივისტებს შორის შეკამათება მოჰყვა.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ. 

"ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება ზამთრის სეზონს მომზადებული შეხვედროდა, ისინი რესტორნებში დადიან," - აღნიშნა მოძრაობა " შეცვალეს" წევრმა, ქეთი გელიაშვილმა.  

დღის ამბები