17 მაისი 2024,   12:17
ვრცლად
ბევრ საკითხში გვაქვს განსხვავებები ოპოზიციას, მაგრამ გაცილებით დიდი მტერი ჰყავს ამ ქვეყანას - გიორგი ვაშაძე

"ბევრ საკითხში გვაქვს განსხვავებები ოპოზიციას, გვესმის, მაგრამ გაცილებით დიდი მტერი ჰყავს ამ ქვეყანას"- ასე უპასუხა პარტია "ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრ თაკო ჩარკვიანს, რომელიც ე.წ. შავი სიის შედგენას ეწინააღმდეგება. გიორგი ვაშაძის თქმით, თაკო ჩარკვიანს შეხვდებიან და საერთო პოზიციაზე შეთანხმდებიან.

"თაკო ჩარკვიანთან გვექნება შეხვედრა და ყოველგვარი პრობლემის გარეშე შევთანხმდებით საერთო პოზიციებზე. "ძალა ერთობაშია" ერთიანია, შევხვდებით, დავილაპარაკებთ და ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ ერთიანი ძალებით გავაგრძელებთ ბრძოლას. ის, რომ ბევრ ფუნდამენტურ საკითხში განსხვავებები გვაქვს პოლიტიკურ ძალებს, ვინც საერთო მაგიდასთან ვსხედვართ, ჩვენ გვესმის, მაგრამ გაცილებით დიდი მტერი ჰყავს ამ ქვეყანას,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ე.წ. შავ სიასთან დაკავშირებით ოპოზიციის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება. ლიდერები სიის ერთ ნაწილს, სავარაუდოდ, დღეს, ამ მოლაპარაკების შემდეგ გაასაჯაროვებენ. ოპოზიცია ამბობს, რომ იქნება ორი სია, საჯარო პირების, რომლებიც პოლიტიკური დევნის ფაქტებში მონაწილეობენ და მეორე - დაზარალებულების სია.

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

დღის ამბები