17 მაისი 2024,   11:38
ვრცლად
გურამ მაჭარაშვილი კონსორციუმზე - 2017 წლის შემდეგ ვალდებულების შეუსრულებლობის მრავალი ფაქტი არსებობს

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის" წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" მიერ ვალდებულებების არშესრულების მრავალი ფაქტი არსებობს.

გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, "კონსორციუმის" მხრიდან არ არსებობს არგუმენტი იმისა, თუ რა შედეგი აქვთ ანაკლიის პროექტზე, ან 2 წლის განმავლობაში რა შედეგი შეიძლებოდა ჰქონოდათ.

"2017 წლის შემდეგ არაერთგზის და მრავალჯერ შეუსრულებელი ვალდებულებები არსებობს, ეს არის ფაქტი, ერთის მხრივ. ასევე, გვაქვს სახელმწიფოს და მთავრობის მხრიდან გადავადებების, ასევე არაერთგზის ფაქტი. ხოლო საპირწონედ, კონსორციუმის მხრიდან ჩვენ არ გვაქვს არანაირი არგუმენტი იმისთვის, რომ ვთქვათ, ერთი ან მეორე, მესამე ან მეხუთე გადავადების შემდგომ რა შედეგზე გავიდნენ და მომავალში რა შედეგზე იქნებოდნენ გასული ბოლო 2 წლის განმავლობაში," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მთავრობა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ხელშეკრულებას წყვეტს.

დღის ამბები