17 მაისი 2024,   13:43
ვრცლად
გზის მშენებლობის შეჩერებული 110 მილიონიანი პროექტი - ენმ-ის წევრი მთვრობას ბათუმი-ხულო-გოდერძის პროექტის დაწყებას მოუწოდებს

ბათუმი-ხულო-გოდერძი გზის მონაკვეთის მშნებლობა 2020 წლის ზაფხულში უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები საერთოდ არ დაწყებულა - ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რეზო ხარაზმა გააკეთა.

მისი განმარტებით, გზის მშენებლობის 110 მილიონიანი პროექტის გაჩერება ბიძინა ივანიშვილის ინიციატივაა, რადგან ის ყველა რესურს აბასთუმანი-ბაღდათის გზის მშენებლობისთვის მიმართავს.

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტირის სამინისტროს პროექტის შესახებ  ყველა ინფორმაცია გასაიდუმლოებული აქვს. ასევე არ არის შეწყვეტილი ხელშეკრულება იმ კომპანიასთან, რომელსაც სამუშაოები უნდა შეესრულებინა. ოპოზიციური პარტია მოითხოვს, რომ გასაჯაროვდეს ყველა მიმოწერა სახელმწიფოსა და კომპანიას შორის, ასევე დროულად დაიწყოს პროექტი რომელიც რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა.

დღის ამბები