17 მაისი 2024,   11:39
ვრცლად
მნიშვნელოვანია საქართველოს ხმა ისმოდეს საერთაშორისო ასპარეზზე - რატიანი ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე

ოკუპირებულ აფხაზეთში უკიდურესად დაძაბულ ვითარებაზე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები შეფასებებს აკეთებენ.

"სანამ იქიდან დევნილი ადამიანები, ისევ აფხაზეთში არ დაბრუნდებიან, მანამდე არჩევნებზე და მის ლეგიტიმაციაზე საუბარი არ არის. მთავარია, რომ მთლიანად აფხაზეთის განვითარება ბლოკირებულია და ამას არ აქვს არანაირი პერსპექტივა დანარჩენ საქართველოსთან ინტეგრაციის გარეშე," - აღნიშნა პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, კახა კოჟორიძემ.

ხელისუფლებას საერთაშორისო ასპარეზზე უმოქმედობაში ადანაშაულებს, სერგო რატიანი.

"საერთაშორისო ასპარეზზე ოკუპაციის თემა არ არის აქტუალური. ამაზე არ მუშაობს ჩვენი ხელისუფლება, როდესაც იქ რეჟიმის ორი ფრაქციის ბრძოლა მიმდინარეობს, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხმა ისმოდეს საერთაშორისო ასპარეზზე," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრმა, სერგო რატიანმა. 

ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს აფასებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, მურთაზ ზოდელავა. 

"ეს ყველაფერი პირდაპირ უკავშირდება რუსეთის საოკუპაციო ძალების მოქმედებებს აფხაზეთის ტერიტორიაზე, მათ მიერ საოკუპაციო პოლიტიკის გატარებას და შესაბამისად, ყველა იმ ადამიანის, სამწუხაროდ, იქ მრავალი ეთნიკური წარმომავლობის ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის ეთნიკურად ქართველები და ყველა ეს ადამიანი არის აბსოლუტურად უუფლებო და ამიტომ ვადარებ ხშირად ხოლმე გეტოს,“ - აცხადებს მურთაზ ზოდელავა.

დღის ამბები