17 მაისი 2024,   15:57
ვრცლად
"პრიორიტეტული, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვაა" - ირაკლი ბერაია

ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების გარდა, განცხადებას ავრცელებს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიაც.

მისი თქმით, ამ ვითარებაში უმრავლესობის პრიორიტეტი, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვაა.

"ეს არის საოკუპაციო ძალის პირდაპირი პასუხისმგებლობა, ისევე, როგორც ყველა სხვა უკანონობა. ჩვენთვის ყველაზე მთავარი არის მოქალაქეების უსაფრთხოება, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები ჩვენი მოქალაქეები არიან, განურჩევლად მათი ეთნიკური კუთვნილებისა. ჩვენთვის უპირველეს ყოვლისა პრიორიტეტულია მათი უფლებების დაცვა," - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ

დღის ამბები