17 მაისი 2024,   13:11
ვრცლად
ისტორიას არ ახსოვს, რომ პიკეტირების რეჟიმში მყოფმა პარლამენტმა აირჩია ადამიანები, რომლებმაც სამართალი უნდა დანერგონ - ნაცვლიშვილი 

მოძრაობა "ლელოს" პოლიტიკური საბჭოს წევრის ანა ნაცვლიშილის განცხადებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის შესახებ, ეუთო-ოდირის მეორე კრიტიკულ ანგარიშში მკაცრად არის გაკრიტიკებული ის ფაქტი, რომ ინტერესთა კონფლიქტი არ იყო თავიდან აცილებული. 

"აღნიშნულა, რომ მართალია პროცესი იყო საჯარო და ღია, მაგრამ თავად კენჭისყრები იყო დახურული და გადაწყვეტილებები იყო დაუსაბუთებელი. ასევე, მკაცრად არის გაკრიტიკებული ის, რომ ინტერესთა კონფლიქტი არ იყო თავიდან აცილებული, რომ გასაჩივრების უფლებით არ იყვნენ კანდიდატები უზრუნველყოფილი, რომ დასმული კითხვების დროს გამოიკვეთა ცალსახა მიკერძოება.

ასევე, შეფასებულია პროცესები, რომლებიც არა მხოლოდ პარლამენტის შიგნით მიმდინარეობდა ამ პროცესის დროს, არამედ მიმდინარეობდა გარეთ ის დაძაბულობა. მსოფლიო ისტორიას ასეთი რამ არ ახსოვს, როდესაც პიკეტირების რეჟიმში მყოფმა, თავდაცვის რეჟიმში და პოლიციის კორდონით გარშემორტყმულმა პარლამენტმა აირჩია ადამიანები, რომლებმაც ამ ქვეყანაში სამართალი უნდა დანერგონ," - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი 

დღის ამბები