17 მაისი 2024,   15:57
ვრცლად
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტის შენობასთან დე ფაქტო პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია დაიგეგმა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტის შენობასთან დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას მომხრეები იკრიბებიან.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პირველმა ვიცე-პრემიერმა დაურ არშბამ, ლაკობას ქუჩაზე შეკრებილ მომხრეებს სიტყვით მიმართა.  

დაურ არშბამ აღნიშნა, რომ ხელისუფლების მხარდამჭერთა აქცია 15:00 საათზე დაიწყება.

ე.წ. პრემიერ-მინისტრის პირველმა მოადგილემ მომხრეებს მოუწოდა, რომ ახლობლებსა და ნაცნობებს დაურეკონ, რათა ისინიც შეუერთდნენ დაგეგმილ აქციას.

დღის ამბები