17 მაისი 2024,   12:18
ვრცლად
"ეუთო-ოდირის ანგარიში ამბობს, რომ მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში პოლიტიკური ნიშნით დაინიშნენ" - ციმაკურიძე

არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ეუთო-ოდირის დასკვნა მიანიშნებს იმ სერიოზულ პრობლემაზე, რომელმაც, კომპლექსური ცვლილებების მიუხედავად, სასამართლო სისტემის გაუმჯობესებაზე გავლენა ვერ მოახდინა და საბოლოო გადაწყვეტილება კანდიდატებთან მიმართებით პოლიტიკური ნიშნით მიიღეს.

"საუბარი არის იმაზე, რომ მიუკერძოებლობა და პოლიტიკური პროცესებისაგან მოსამართლეთა შერჩევის პროცესი არ მომხდარა. ეს არის მთავარი დასკვნა, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ პროცესს. 

საუბარია ასევე იმაზეც, რომ ხელისუფლებამ, ფაქტობრივად,  არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პოლიტიკური მხარდაჭერის მიზნით გამართულიყო ეს პროცესი, რომელიც საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა, რამაც არათუ გაზარდა სასამართლოს მიმართ ნდობა, არამედ მეტი კითხვის ნიშანი გააჩინა," - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" დირექტორმა უჩა ნანუაშვილმა.

”დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს” თავმჯდომარე კი მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით გატარებული რეფორმები უშედეგო იყო.

"მთავარი პრობლემა, რაც ამ ანგარიშის მიხედვით გამოიკვეთა, არის ის, რომ აქამდე ხელისუფლების მიერ მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით გატარებული რეფორმები იყო უშედეგო. 

ეს არის დიაგნოზი და არა შეფასება. პრობლემაა ის, რომ მიუხედავად კომპლექსური რეფორმებისა, ეს პრაქტიკაზე არ აისახა. საბოლოო ჯამში ეუთო-ოდირის ანგარიში ამბობს, რომ მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში პოლიტიკური ნიშნით დაინიშნენ," - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს” თავმჯდომარე ეკატერინე ციმაკურიძემ.

დღის ამბები