17 მაისი 2024,   08:58
ვრცლად
"ყველა დაწესებულებაში, ყველას აივანზე და ყველას გულში უნდა ფრიალებდეს საქართველოს დროშა" - ჩანადირი დროშის დღესთან დაკავშირებით

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ დროშის დღესთან დაკავშირებით 14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშა გამოფინონ. მისი თქმით, ეროვნული დროშის დღე უფრო მასშტაბურად უნდა აღინიშნებოდეს და ყველა სახელმწიფო უწყების თავზე დროშა ფრიალებდეს.

"ჩემი სურვილია, რომ ყველა დაწესებულებაში, ყველას აივანზე და ყველას გულში ფრიალებდეს საქართველოს დროშა, იმიტომ რომ იმ ქვეყანაში, სადაც დროშას უფრთხილდებიან, პატივს სცემენ და სადაც ის გაიგივებულია სახელმწიფოსა და პირად ღირსებასთან, ეროვნული დროშის დღე უფრო აქტიურად უნდა აღინიშნებოდეს," - განაცხადა ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა. 

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილის ინიციატივით კი ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზს ეროვნული დროშის დარბაზი ეწოდა.

"უკვე დიდი ხანია, ეროვნულ ბიბლიოთეკაზე სახელმწიფო დროშაა გადმოფარებული. ჩვენ არ ვართ სახელმწიფო უწყებების იმ რიგში, რომლებსაც ამის გაკეთება კანონით ევალება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თავს ვალდებულად ვთვლით, რომ ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე ასეთი დროშები გადმოვფინოთ.

გადავწყვიტეთ, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზს ეროვნული დროშის დარბაზი ვუწოდოთ," - განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილმა. 

დღის ამბები