17 მაისი 2024,   10:07
ვრცლად
20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულმა ცოტნე სოსელიამ და კახაბერ კუპრეიშვილმა შიმშილობა დაიწყეს

20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულმა ცოტნე სოსელიამ და კახაბერ კუპრეიშვილმა შიმშილობა დაიწყეს. ამ ფორმით ბრალდებულები, მათი შეფასებით, უკანონო პატიმრობას აპროტესტებენ.

პროცესზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ სამი თანამშრომელი დაიკითხა. მათ აღწერეს ის გარემოება, რა ვითარებაში დააკავეს ბრალდებულები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს.

"არის თეატრალური წარმოდგენა კომედიური ჟანრის, რომელსაც ახლავს ტრაგედია, რომელიც გრძელდება. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური დევნა ამ ბიჭების მიმართ. შიმშილობას, როგორც აღნიშნა რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთ-ერთი ის არის, რომ პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ და პროცესის ისე ჩატარებას,“ - აცხადებს ადვოკატი, ვახტანგ იაშვილი.

დღის ამბები