17 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
ODIHR-ის დასკვნაში უამრავი ტექნიკური შეუსაბამობაა - დავით მათიკაშვილი

"ქართული ოცნების" წევრი დავით მათიკაშვილი მოსამართლეთა შერჩევის პროცესის შესახებ ODIHR-ის დასკვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დასკვნაში ტექნიკური შეუსაბამოებებია. მათიკაშვილს მიაჩნია, რომ დასკვნის შესახებ შეფასებები მისი სიღრმისეული ანალიზის შემდეგ უნდა გაკეთდეს. 

"არსებობს ისეთი უამრავი ტექნიკური შეუსაბამობა დასკვნაში, რომლის ჩამოთვლაც და მისი ქაღალდზე გადატანაც შეიძლება. მე საერთოდ ვფიქრობ, რომ კიდევ ერთხელ გაანალიზდეს დასკვნაში არსებული საკითხები იმ რეალობასთან, რომელიც იყო და რასაც საზოგადოება ადევნებდა თვალს და, რა თქმა უნდა, შეფასება ასე გაკეთდეს,"- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 9 იანვარს, ეუთოს ოფიციალურ ვებგვერდზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის შესახებ, ეუთო-ოდირის მეორე, კრიტიკული ანგარიში გამოქვეყნდა.

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

დღის ამბები