17 მაისი 2024,   13:42
ვრცლად
"შეცდომით ჩამოგდებული" უკრაინული ბოინგი - თეირანში ყველა დამნაშავის სათანადოდ დასჯის პირობას დებენ

რამდენიმე დღიანი უარყოფის შემდეგ, ირანმა აღიარა, რომ თეირანში, უკრაინული თვითმფრინავი მათ ჩამოაგდეს, თუმცა, შემთხვევით.

"ადამიანური შეცდომა" - ასე უწოდა ოფიციალურმა თეირანმა უკრაინული ავიაციის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ კატასტროფას.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ჯავად ზარიფმა სატელევიზიო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს შეცდომა გამოიწვია აშშ-ს ავანტურამ.

"სევდიანი დღეა. ამერიკის შეერთებული შტატების ავანტიურისგან გამოწვეული კრიზისის დროს ადამიანთა შეცდომამ კატასტროფა გამოიწვია. გვსურს ჩვენი ხალხის და ასევე ყველა გარდაცვლილი ოჯახის მიმართ ღრმა სინანული, ბოდიში და თანაგრძნობა გამოვხატოთ,"- განაცხადა მუჰამედ ჯავად ზარიფმა.

იმამ ხომეინის სახელობის აეროპორტიდან რეისი "პიეს 752" დილით აფრინდა და რამდენიმე წუთში რადარებიდან გაქრა.

ინფორმაცია გენშტაბის აღიარების შესახებ ირანულმა მედიამ გაავრცელა. მათი ინფორმაციით, თვითმფრინავის ჩამოდგება წინასწარ განზრახული არ ჰქონიათ და ყველა დამნაშავეს სათანადოდ დასჯის პირობას დებენ.

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი-ფრანს ფილიპ შემპეინი უკრაინული ბოინგის აფეთქებას გამოეხმაურა. მისი თქმით, აუცილებელია ირანის მხრიდან გამჭვირვალე გამოძიება ჩატარდეს.

"ნატო-ს სადაზვერვო დეტალებში შესვლა არ სურს, თუმცა ალიანსს არ აქვს მიზეზი, არ სჯეროდეს, მოკავშირე ქვეყნების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების. თვითმფრინავის კატასტროფა ტრაგედიაა. მნიშვნელოვანია, რომ ირანის მხრიდან გამჭირვალე და სრულყოფილი გამოძიების ჩატარება მოხდეს,"- განაცხადა ფილიპ შემპეინმა.

შეგახსენებთ, რომ ირანი კატეგორიულად უარყოფდა, რომ უკრაინული თვითმფრინავი ირანულმა რაკეტამ ჩამოაგდო და სათანადო არგუმენტებსაც აყალიბებდა. 8 იანვარს უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდებას 176 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები.

დღის ამბები