17 მაისი 2024,   11:38
ვრცლად
"ანას ბაღთან" სამშენებლო კომპანია სამუშაოების შეწყვეტას არ აპირებს, მოსახლეობა კი შიმშილობის დაწყებას არ გამორიცხავს

"ანას ბაღთან" პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეები სასამართლო დავისთვის ემზადებიან.

მათი განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, უვადო შიმშილობას დაიწყებენ.

ადგილობრივები სკვერთან 10 სართულიანი კორპუსის მშენებლობას უკვე 2 თვეა სხვადსხვა ფორმით აპროტესტებენ. 

"სასამართლოს აუცილებლად მივმართავთ და თუ ჩვენ მხარეზე არ დადგებიან შიმშილობას გამოვაცხადებთ," - განაცხადა ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა.

ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი გიორგი ბენაშვილი აცხადებს, რომ თუ მოსახლეობა მშენებლობის გამო დავას სასამართლოში განაგრძობს, კომპანია ამ პროცესისთვისაც შესაბამისი არგუმენტაციით მზად არის.

"თუ ისინი სასამართლოში გადაინაცვლებენ, ჩვენ ამისთვის მზად ვართ, რადგან გვაქვს საკმარისზე მეტი არგუმენტაცია. კომპანია არ აპირებს მშენებლობის შეწყვეტას და კორპუსი კანონით გათვალისწინებულ ვადაში აშენდება,"- განაცხადა გიორგი ბენაშვილმა.

დღის ამბები