17 მაისი 2024,   15:57
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი ოზურგეთში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გურიის რეგიონის თანამდებობის პირებს ხვდება.

შეხვედრას გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებიან.

შეხვედრის დაწყებამდე სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ კი, პრეზიდენტი ჩოხატაურში, სახელმწიფო დროშის საზეიმო ცერემონიალზე მიემგზავრება. სოფელ გორაბერეჟოულში, ერისთავების სასახლეზე პრეზიდენტი დროშას აღმართავს.

დღის ამბები