17 მაისი 2024,   12:18
ვრცლად
"ქართული ოცნების" რეიტინგი ფსკერისკენ მიექანება - რომან გოცირიძე

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევას ხელისუფლების ოპონენტები ეხმიანებიან.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე აცხადებს, კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მმართველი პარტიის რეიტინგები მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ასევე, მისი შეფასებით, სახლემწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობა შემცირდა.

"უკიდურესად დაბალი არის ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი. ქართული ოცნების რეიტინგი ფსკერისკენ მიექანება. ოპოზიციის ჯამური რეიტინგი მნიშვნელოვნად აღემატება ქართული ოცნების რეიტინგს. არავის სჯერა, რომ შეიძლება ქვეყანა, ეკონომიკა, სწორი მიმართულებით განვითარდეს.

კარგი არის ის, რომ ძლიერდება დამოკიდებულება ევროკავშირისა და ნატოს მიმართ," - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 19 ნოემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები