17 მაისი 2024,   13:11
ვრცლად
კოშმარია, რასაც NDI ასაჯაროებს, აპათიისა და დეპრესიის წინაპირობაა საზოგადოებაში - ფოფხაძე

"ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI)-ის კვლევას დეპუტატი გედევან ფოფხაძე გამოეხმაურა.

როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, NDI-ის კვლევიდან ჩანს, საზოგადოებაში უიმედობიის გრძნობაა გაჩენილი.

ფოფხაძის შეფასებით, მმართველი გუნდის დაბალ რეიტინგი პროპორცორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებამ გამოიწვია.

"მკაცრად NDI-ს კვლევებზე ორიენტაციას არ ავიღებდი. გავითვალისწინებ ამ მოცემულობას, რაც ქვეყანაში რეალურად არის. საერთოდ, კოშმარია, რასაც  NDI ასაჯაროვებს. ეს არის სრული აპათიისა და დეპრესიის წინაპირობა საზოგადოების მხრიდან ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე. მე მიმაჩნია, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს ამ განწყობაში ხელი შეუწყო პროპორციული არჩევნების ჩაგდების საკითხმაც, მიუხედავად იმისა, რომ ხალხმა შეიძლება არც იცის პროპორციული არჩევნების მნიშვნელობა," -  განაცხადა ფოფხაძემ.

დღის ამბები