17 მაისი 2024,   15:57
ვრცლად
უმრავლესობის წარმომადგენლები NDI-ის კვლევის შედეგებს არარეალურს უწოდებენ

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით, პოლიტიკოსები არაერთგვაროვან განცხადებებს აკეთებენ. 

უმრავლესობის წარმომადგენლები აღნიშნულ კვლევას სანდოობას არ უცხადებენ და არარეალურად აფასებენ.

"ჩვენ უნდა შევაფასოთ კვლევის სანდოობა, ამისათვის საუკეთესო ინდიკატორია წარსული თუ რამდენად ხშირია ცდომილება მოცემულ და რეალურ შედეგებს შორის. არჩევნებამდე დარჩენილი პერიოდი საკმაოდ დიდია, ამიტომ, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი არ თვლის საჭიროდ, რომ დღეს უკვე საარჩევნო კონტექსტში მოახდინონ შეფასება. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ არჩევნების სიახლოვეს უფრო საინტერესო იქნება შედეგები და იმ მკვლევარი ორგანიზაციების მაჩვენებლები, რომლებიც ახლოს არიან რეალობასთან," - განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ.

კვლევის შედეგებს სერიოზულად ვერ აღიქვამს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე. ის თვლის, რომ კვლევამ აბსოლუტურად არარეალური სურათი აჩვენა.

დღის ამბები