17 მაისი 2024,   15:28
ვრცლად
2020 წელი "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან გაშვების წელი იქნება - ალეკო ელისაშვილი

"ჯამური ოპოზიციური განწყობა ორჯერ აღემატება ხელისუფლების მხარდაჭერას" - ასე ეხმაურება "სამოქალაქო მოძრაობის" თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი NDI-ის კვლევებს. ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ 2020 წელი "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან გაშვების წელი იქნება. 

"ეს არის ძალიან ნიშანდობლივი და ეს არის დასტური ზუსტად იმის, რომ 2020 წელი იქნება ძალიან სერიოზული ცვლილებების წელი და 2020 წელი იქნება "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან გაშვების წელი. ეს კვლევა ზუსტად ამას ადასტურებს. სხვა მხრივაც დ სხვა მიმართებითაც, ეს არის აბსოლუტურად ადეკვატური და ძალიან სასარგებლო კვლევა მორიგ ჯერზე," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარუდგინა. 

დღის ამბები